logo
ENG



კორონავირუსი სპორტში - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ [განახლებადი]

14 მარ 202016:12
3 წუთის საკითხავი
 
bbhxxta77m2lazb.jpg

კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩნდება. ვირუსმა მსოფლიო სპორტშიც შეაღწია. „ფორმულა“ გთავაზობთ მსოფლიო სპორტში კორონავირუსისგან გამოწვეულ ყველა ცვლილებას. ინფორმაცია განახლებადია:

1. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა დროებით შეწყდა. ეროვნულ ლიგასთან ერთად შეჩერდა ასაკობრივი ლიგები და დაბალი დივიზიონები;

2. არსებობს შანსი, რომ ევროპულ გუნდებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ 4 ქვეყანას კიდევ 4 დაემატა და იქიდან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინი ან თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია. აქედან გამომდინარე, ავსტრიული "შტურმის" ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილსა და ესპანურ "სარაგოსას" შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს შესაძლოა, 14-დღიანი თვითიზოლაცია დასჭირდეთ. 

3. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას მიმართა საქართველო-ბელარუსის თამაშის გადადებასთან დაკავშირებით. 17 მარტს კი უეფა ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც ამ მატჩებთან, ისე ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგასთან დაკავშირებით. 

4. შეჩერდა რაგბის ეროვნული ჩემპიონატი და ასაკობრივი ტურნირები.

5. რაგბი-ევროპას ბოლო ტურის შეხვედრა, საქართველოსა და რუსეთს შორის, გადაიდო.

6. შეჩერდა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი და კალათბურთის ჩემპიონატი.

7. ძიუდოს გრან-პრიები, მათ შორის თბილისში გასამართი გრან-პრი, რომელიც 27-29 მარტს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო. 

8. მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი იყო არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც, თუმცა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. 

9. წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა განცხადება გაავრცელა. ნაკრები გერმანიიდან დღეს დაბრუნდა და თვითიზოლაციაში წავიდა. 

კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო სპორტზეც:

10. შეჩერდა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატები: ესპანეთის ლა ლიგა; იტალიის სერია ა; ინგლისის პრემიერლიგა; გერმანიის ბუნდესლიგა; ჰოლანდიის ერედივიზიონი; პორტუგალიის ჩემპიონატი და ა.შ. 

11. საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი კი „რეალის“ საკალათბურთო გუნდია, რომლის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა. კალათბურთელები კარანტინში არიან, ფეხბურთელები კი თვითიზოლაციაში. 

12. ლონდონის „არსენალი“ თვითიზოლაციაშია. მიზეზი „ოლიმპიაკოსთან“ „ევროპა ლიგაზე“ თამაშია, რომლის პრეზიდენტსაც კორონავირუსი დაუდგინდა და „არსენალის“ მოთამაშეებს მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ. 

13. ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა.

14. კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა პრემიერლიგაში - „ჩელსის“ შემტევ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდგინდა.

15. კორონავირუსი დაუდგინდა „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის. აქედან გამომდინარე, მთელი კლუბი თვითიზოლაციაშია. თვითიზოლაციაშია „ინტერიც“. სწორედ „ინტერს“ ეთამაშა „იუვენტუსი“ რამდენიმე დღის წინ.

16. კორონავირუსი დაუდგინდათ საფეხბურთო კლუბ „ფიორენტინას“ ფეხბურთელებს - ხერმან პეცელას, პატრიკ კუტრონესა და დუშან ვლაჰოვიჩს. 

17. საფეხბურთო კლუბ „სამპდორიას“ 5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. თავდაპირველად, ვირუსი დაუდგინდა იტალიელ მანოლო გაბიდანისის, შემდეგ კი ომარ კოლის, ალბინ ეკდალს, ანტონიო ლა გუმინისა და მორტენ ტორსბის, ასევე ექიმ ამადეო ბალდარის. 

18. კორონავირუსი გერმანიის ბუნდელისგაშიც დაფიქსირდა. „პადერბორნის“ 20 წლის მცველ ლუკა კილიანს COVID-19 დაუდასტურდა.

19. კოროანირუსი დაუფიქსირდათ გერმანული ჰანოვერის ფეხბურთელებსაც - იანეს ჰორნსა და ტიმო ჰიუბერსს.

20. გაურკვეველი დროით გადაიდო უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები.

21. პრემიერლიგაში თვითიზოლაციაში მოექცნენ საფეხბურთო კლუბები - „ლესტერი“ და „ევერტონი“. კლუბების ფეხბურთელებს კორონავირუსის ნიშნები აქვთ. 

22. ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ლეგანესის“ გენერალურ დირექტორ მარტინ ორტეგას კორონავირუსი დაუდასტურდა.

23. უეფა 17 მარტს  წევრი ქვეყნების ასოციაციებთან ვიდეოკონფერენციას გამართავს. განხილვის თემა ევროთასები, მარტის მოახლოებული მატჩები და ევრო 2020 იქნება.

24. ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი MLS-ი გადაიდო;

25. სამხრეთ ამერიკაში კოპა ლიბერტადორესის 2020 წლის გათამაშება შეწყდა.

26. ამერიკაში შეწყდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA). ამის მიზეზი კი ორი კალათბურთელის ინფიცირების მიზეზია. იუტა ჯაზის ორი კალათბურთელი - დონოვან მიტჩელი და რუდი გობერი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. იუტა ჯაზი თვითიზოლაციაშია. ასევე თვითიზოლაციაში ტორონტო, რომელიც ბოლოს ეთამაშა იუტას. 

27. გადაიდო კალათბურთში ევროლიგისა და ევროთასის მატჩები. 

28.  „ფორმულა 1“-ის ბაჰრეინის გრან-პრი გადაიდო

29. ავსტრალიის გრან-პრიზე კი „მაკლარენმა“ უარი თქვა მონაწილეობაზე. 

30. კორონავირუსმა ჩოგბურთზეც იქონია გავლენა. ATP-მ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ყველა ტურნირი გააუქმა.

31. კორონავირუსის პირველი შემთვევა დაფიქსირდა ესპანეთის ლა ლიგაში. დადინფიცირდა ვალენსიას სამი ფეხბურთელი - ეზეკიელ გარაი, სოხე გაია და ელიაქიმ მანგალა.

32. ვირუსი დაუდასტურდა NBA-ის კიდევ ერთ მოთამაშეს - დეტროიტის კალათბურთელს კრისტიან ვუდს.

33. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა თვითიზოლაციაში იმყოფება.

34.  სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სლავისა კოკეზას ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა.

35. კორონავირუსი დაუდასტურდა იტალიური სამპდორიის კიდევ ორ ფეხბურთელს - ფაბიო დეპაოლისა და ბარტოში ბერეჟინსკის.

36. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის გადადების მოთხოვნით მიმართავენ.

37. ესპანური ელჩეს ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟონათასს კორონავირუსი დაუდასტურდა.

38. ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, ფლამენგოს მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟესუსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

39. კორონავირუსის გამო, მექსიკისა და არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყდა.

40. ფეხბურთის ევროპის ჩემპიოანტი 2021 წლამდე გადაიდო.

41. 2021 წლამდე გადაიდო კოპა ამერიკა.

42. მინიმუმ ივნისის თვემდე გადაიდო საქართველო - ბელარუსის საფეხბურთო მატჩი.

43. კოროანვირუსი დაუდასტურდა იუვენტუსის ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის.

44. კოროანვირუსი დაუდასტურდა ბერლინის ჰერტას ფეხბურთელს - მაქსიმილიან მიტელშტადტს.

45. კორონავირუსი დაუდგინდა NBA-ის სუპერვარსკვლავს, კევინ დურანტს და მის სამ თანაგუნდელს.

46. ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდო.

47. კორონავირუსით დაინფიცირდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, იტალიელი პაოლო მალდინი.

48. კორონავირუსით დაინფიცირდა იუვენტუსის კიდევ ერთი ვარსკვლავი, პაოლო დიბალა.

49. იტალიის სერია A-ს კლუბის „ატალანტას“ ორი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბერგამოული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. პანდემიის მხვერპლნი გახდნენ სკაუტი ალბინო ბრონი და ახალგაზრდული გუნდის მასაჟისტი სევერინო პოსენტი. ეს არ არის COVID-19-ის გამო სიკვდილიანობის პირველი შემთხვევა „ატალანტაში“. უფრო ადრე, ამ მიზეზით ახალგაზრდული გუნდის თანამშრომლები დაიღუპნენ – ენცო მარანდო და ენცო დონინუ.

50. კორონავირუსს ემსხვერპლა საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი - ლორენცო სანსი.

51. ოფიციალურად, უეფა-მ ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი გაურკვეველი ვადით გადადო.

52. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო.

53. ბერგამოს ატალანტას მეკარეს მარკო სპორტიელოს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

54. ლეგენდარულ თურქ მეკარეს რუშთუ რექბერს კორონავირუსი დაუდგინდა.

55. NBA-ის კლუბ "ნიუ იორკ ნიკსის" მფლობელს ჯეიმს დოლანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

56. ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) გუნდის "კოლორადო ევალანშის" ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდათ.

57. ავსტრალიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ვირუსით დაინფიცირდა "ნიუკასლ ჯეტსის" ფეხბურთელი.

58. კორონავირუსი დაუდასტურდა ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პრემიერლიგის ბინადარ ბრაიტონის ფეხბურთელს.

59. ამასობაში ჰადსონ ოდოიმ, რუდი გობერნა, დონოვან მიტჩელმა და კრისტიან ვუდმა კორონავირუსი დაამარცხეს.



close დახურვა